პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი 43 წლის გახდა. იუბილარი კომპოზიტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ დაბადების დღეს მარტო, სასტუმროში ატარებს.
როგორც რაჭველი აღნიშნავს, ბოლო მოვლენების გამო იგი სევდიანია, თუმცა მომავლის იმედს არ კარგავს.
„ამჯერად დაბადების დღეს უკრაინაში მიმდინარე ომზე ფიქრით, ამდენი გაუბედურებული ადამიანისადმი თანაგრძნობით, ჩემი ძვირფასი ნიკა წულუკიძისა და თეკლას ენით გამოუთქმელი ტრაგედიით და ჩემი გულის და სულის უდიდესი ნაწილის ლექსო თორაძის წასვლით გამოწვეული უსაზღვრო სევდით, დარდით და განცდით შევეგებე. ჩემი ქვეყნის ბედზე ფიქრიც მამძიმებს…
მაგრამ იმდენი უძვირფასესი მეგობარი, ნაცნობი ან უბრალოდ გულშემატკივარი მეგულება ირგვლივ, რომ ვაცნობიერებ იმ შემოსაზღვრულ ფარგლებს, სადამდეც შემიძლია თავს მივცე ცუდად ყოფნის უფლება…
პირველ რიგში საქართველოს ეროვნული ორკესტრი და ახალი თაობის ნიჭიერი მუსიკოსებია ჩემი მთავარი საზრუნავი, მერე კი ყველა ის თანამოქალაქე, ვისაც არ მინდა მოვაკლო მუსიკა და შრომა რასაც ჩემგან ელიან, რომელთაც სჯერათ ჩემი გემოვნების, ჰარმონიის, ბგერების, ფერების…
ახლაც წინასწარ გეტყვით მადლობას მოლოცვებისა და კეთილი სურვილებისთვის და ხვალაც, დაბადების დღე რომ ჩაივლის. დღე, რომელსაც განმარტოვებული, თბილისისგან შორს, სასტუმროში ვატარებ, სადაც ადმინისტრაციისგან უკვე მივიღე სიმბოლური საჩუქარი. მშვიდობა იყოს თქვენს ოჯახებში, საქართველოში, უკრაინაში და მთელს პლანეტაზე“,- წერს ნიკოლოზ რაჭველი.