ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მის გარდაცვალებას მეგობრები ეხმაურებიან.
დავით როსტომაშვილი ამბობს, რომ ადვილი არ არის ადამიანმა ხალხის ამხელა სიყვარული დაიმახუროს, რაც მამუკა ონაშვილმა მოახერხა.
„მოწოდებული იყო იმისკენ, რომ შენს სახეზე სულ ღიმილი ყოფილიყო. ჩასაფრებული იყო, რომ ისეთი რაღაც გაეკეთებინა, მოწყენილობის დროს გაგეცინა. იმდენი ქარ-ცეცხლი გაიარა, რამდენი გაჭირვება, წასული იყო ხოლმე საქართველოდან, მაგრამ თავისი ქვეყანა არასდროს მიუტოვებია. ადვილი არ არის ხალხის სიყვარული დაიმსახურო და მსმენელის ასე გვერდში დგომა“,- ამბობს დავით როსტომაშვილი.
მამუკა ონაშვილს იხსენებს ბესო ვერულაშვილიც:
„ზოგადად, ქვეყანას უნიჭიერესი კაცი დააკლდა, უნიჭიერესი იყო ყველა მიმართულებით, საოცრად მრავალხმიანი. ყველაფერი შეეძლო გაეკეთებინა. ერთი სიტყვა, ერთი სატელეფონო ზარი გაჭირვებულისგან და ნებისმიერ უიმედოს იმედს ჩაუსახავდა, მოატრიალებდა ცხოვრებისკენ“,- ამბობს ბესო ვერულაშვილი.
ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.