ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო - პრემიერი

პრემიერი

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი გუშინ ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მომღერლის გარდაცვალების გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მომღერლის მამუკა ონაშვილის გარდაცვალების გამო.

გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი მამუკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის, ავარია 30 ივლისს, ნატახტართან მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.