„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. იგი ავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მომღერლის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.
ფუმფულა, კეთილი, სიცოცხლით სავსე, უანგარო და პატარა გულის დიდ მამუკას ახლა უკვე წარსულ დროში იხსენებენ.
მეგობრები სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილებს აქვეყნებენ და მამუკასთან გატარებულ დღეებზე წერენ
„მამუ ჩემი ცრემლები ალალი იყოს... მომისამძიმრეთ ხალხო, უკვე მერამდენე ძმაკაცი... .იმ დღეს დამირეკა და იმდენს მეფერა ალბად გული გიგრძნობდა მამუ შენ ხო ჩემზე პატარა იყავი წესით ჯერ მე უნდა წავსულიყავი შენ არ იყავი დოიჯას ამბავზე თამადა? ახლა ერთად იქნებით და მე სულ მარტო....
ზურა გელაშვილი პონჩიკა, ზურა ვადაჩკორია, უჩა კორძაია, თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი, ზაზა ჯაზა, პაატა კალანდაძე, ალეკო კვაშალი კიდე რამდენი ჩამოვთვალო? ახლა ჩემი მამუკა ონაშვილი რამდენ გავუძლო ამ ინსულტიანმა კაცმა. ახლა ექიმმა მომისამძიმრა და არ გაბედო წასვლა იქ დარჩებიო, არ ვიცი იქნებ მინდა რომ დავრჩე...
ამას წინათ დამირეკა და ძალიან მომეფერა, უკვე შეშინებული ვარ და რამე ხომ არ მოხდა-მეთქი, ვკითხე და მამუმ არა ძალიან მომენატრე და დაგირეკეო... კარგა ხანს მელაპარაკა, ჯერ ხმა შეიცვალა ეგონა ვერ ვიცნობდი, მაგრამ როცა ვიცანი მაგარი სმენა გაქვს შე ჩათლახოვო, მითხრა.
ძალიან ბევრი მაცინა თბილისში ვარ ჩემს უბანშიო! ბევრი ჩემი კოლეგა აღარ მირეკავდა განსხვავებული პოლიტიკის გამო და შევეკითხე არ გეშინია რომ მირეკავ მეთქი? იცით რა მიპასუხა? შენ ჩემს გულში ზიხარ და გულს ხომ არ დააპატიმრებენო... საერთოდ აპოლიტიკური კაცი იყო ვერ აგიწერთ იმდენი მეფერა. მაქო და მადიდა, შენ იგივე დარჩი არ შეცვლილხარო! კახეთში წამიყვანე-მეთქი და აუცილებლად გამოჯამრთელდი ისე, რომ დალიო და როცა გინდაო...ეჰ მამუ, მამუ მშვიდობით ძმაო, ახლა კონცერტების ნაცვლად სულ სასაფლაოებზე უნდა ვიარო...“,- წერს მიხეილ ზაქარიაშვილი.