„ნაკლები პრეტენზიები, მაპატიეთ და ნაკლები ფეხების ბაკუნი!.. გამგები გაიგებს!“ - გაფრთხილება იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს

კუჭუხიძე

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართველი ოპერატორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს აფრთხილებს.

„გაფრთხილება უსაბუთოებს საშობაო დღეებში არის მუდამ მკაცრი კონტროლი და ბევრი მოყვა უსიამოვნებაში! თავი შეიკავეთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისაგან თან ჯგუფურად! დაიმახსოვრეთ! ზოგჯერ ვკითხულობ, მერე რა უსაბუთო ვარ და მამუშავებს და ეს არაა ასე და ის არაა და დასდევს ზოგი ციფრებს.

გაითვალისწინეთ! ქვეყნის ტერიტორიაზე ადამიანის უფლება დაცულია, არავის აქვს უფლება მოგკლას, მაგრამ როდესაც შენ აქ ყოფნის უფლება არარეალურად გაქვს და ხარ აქ! მოდი შევირგოთ. ნაკლები პრეტენზიები მაპატიეთ და ნაკლები ფეხების ბაკუნი!

რატომ ვავლებ პარალელს, როგორც ვითხოვთ კანონით, გავითვალისწინოთ ანალოგიურად! ისევ თქვენთვის, რომ აიცილოთ პრობლემები თავიდან! ოჯახს შეიძლება ჰყავდე უსაბუთო, არც მას აქვს უფლება, მაგრამ შეყავხარ ხომ? მე ვურჩევდი ადამიანებს რომ გამოსვლასაც მოასწრებთ და ყველაფერს ახლჩამოსულები, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მერე სხვას...ვინც შეგიფარათ! ქართველი იქნება თუ იტალიელი! მეტი შემოწმება იქნება, ნაკლებად იარეთ ჯგუფებად! რა მსჯის რომ ამას ვწერ? იმედია გამგები გაიგებს!“, - წერს ფიქრია კუჭუხიძე