დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
თესალონიკის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, 8 პირი დააკავა.
ბრალდებულებს უსაბუთო ემიგრანტები ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ჰყავდათ ჩაკეტილი, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და პოლიციით აშინებდნენ, რათა უფრო და უფრო მეტი ფული გამოეძალათ მათთვის. პარალელურად კი, ჰპირდებოდნენ, რომ ევროპის სხვა ქვეყანაში გადაიყვანდნენ.
კერძოდ, საუბარია 17-დან 32 წლამდე 8 ავღანელზე, ხოლო საკუთარი ნების წინააღმდეგ ჩაკეტილი ემიგრანტები მაროკოდან არიან.
მოგვიანებით პოლიციამ გაარკვია, რომ მხოლოდ მაროკოელები არ იყვნენ მათი მსხვერპლნი, არამედ კიდევ 5 ადამიანი ჰყავდათ სახლში გამომწყვდეული, მაგრამ მათ პოლიციის მისვლამდე იქიდან გაქცევა მოახერხეს.
8 ავღანელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, უკანონო ტრანსპორტირების, ფიზიკური ძალადობისა და შანტაჟის ბრალდებითაა აღძრული.