ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
2027 წლის 1-ელი იანვრიდან რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირების ახალი მოთხოვნები ამოქმედდება.
მთავრობის №429 დადგენილების თანახმად, არარძისმიერი ცხიმის გამოყენებით დამზადებული რძის შემცველი პროდუქტების შეფუთვაზე სავალდებულო სპეციალური პიქტოგრამა განთავსდება.
გარდა ამისა, ასეთი პროდუქტები მაღაზიებში რძისა და რძის ნაწარმისგან განცალკევებით უნდა იყოს წარმოდგენილი.
ცვლილების მიზანია, მომხმარებელმა პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია მარტივად მიიღოს და არჩევანი გააზრებულად გააკეთოს.