ტარიელ ონიანისა და მერაბ ჯანგველაძის დაჯგუფება ევროპაში შეკრებას გეგმავს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1790192695
ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, კიდევ ერთი გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება დავით ნიშნიანიძის ქუჩაზე, სადაც 2 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. უკვე მოეწყო ტროტუარი და მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
გასულ წელს რაიონის გამგეობამ აღნიშნულ მისამართზე სანიაღვრე ქსელიც მოაწყო. მიმდინარე საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, პარლამენტის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბენდელიანმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. პროექტს ნაძალადევის რაიონის გამგეობა ახორციელებს, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 350 000 ლარია გათვალისწინებული.