რას ნიშნავს გარდაცვლილი ადამიანის სიზმარში ნახვა: ეზოტერიკოსი გვირჩევს, უნდა ვინერვიულოთ თუ არა
1767991226
გაათმაგებული ჯარიმა მწვანე ნარგავების დაზიანებაზე თბილისში - შესაბამისი პროექტის წარდგენა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდება. ცვლილების მიხედვით, მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი კანონდამრღვევს 10 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, კანონპროექტში გათვალისწინებულია ახალი სამართალდარღვევის სახე – 10 ათასი ლარით დაისჯება ის უფლებამოსილი პირი, ვინც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს.