„5 შეცდომა, რომელსაც კაპტოპრილის მიღებისას უშვებენ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1775377938
ზუგდიდში 73 წლის ზ. ნოზაძის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა. მკვლელობაში ბრალდებული პირი თანასოფლელთან ერთად მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდა. ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მ. მანიამ 73 წლის კაცს თავის არეში დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა,რის შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.