მერაბ სეფაშვილს მეუღლე გარდაეცვალა
1775405567
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული სამი პირის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ამბობს დაცვის მხარე. ამის შემდეგ სასამართლო რეპლიკების ეტაპზე გადავა.
"თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობ სისხლის სამართლის საქმის განხილვას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან და დიღომში ჩადენილ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან დაშვრებით. სამი ბრალდებულის მიმართ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატები წარადგენენ დასკვნით სიტყვებს, რის შემდეგაც მხარეები წარმოვადგენთ რეპლიკებს და სასამართლო გაივლის ბრალდებულები საბოლოო სიტყვებს, რის შემდეგაც გამოცხადდება განაჩენი. რაც შეეხება ადვოკატების პოზიციას, სამივე ბრალდებული უარყოფს დანაშაულში მონაწილეობას. რაც შეეხება პირველ ადვოკატს, ეს არის დემეტრე ჩიქოვანის დამცველი, რომელმაც ისაუბრა თავის დასკვნით სიტყვაში გარემოებებზე. აღნიშნული დაცვის მხარის ეს ნაწილი დაობს კვალიფიკაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან სონიძემ.
ავალიანის საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, კიდევ ორ არასრულწლოვანს გამოძიება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.