რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ფინანსურად ეხმარება. ვიდეოს სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
„ფეისბუქზე“ გამოწვეულ კრიტიკას თავად ზიზი ჭელიძე პოსტით ეხმაურება.
„მოკლედ მთელი დღეა შინაგანად მაკანკალებს. ამდენი ემოცია ჩემთვის ძალიან რთულია, დამიჯერეთ, კომენტარებსაც ვერ ვკითხულობ, მაგრამ იმდენი მწერს პირადში და იმდენი აზიარებს რომ რთულია გვერდი აუარო ამ ამბავს.
ჩემი სიმართლის მტკიცებას არ ვაპირებ, რადგან ვინც საჭიროა და ვინც ჩემთვის რამეს წარმოადგენს, ყველამ იცის როგორი ხასიათი მაქვს. არაფერს ვნანობ და ვაპირებ ამ ბავშვს მივაკითხო და ერთად ჩავწერთ ძალიან კარგ ვიდეოს, რასაც ვერავინ გააპროტესტებს.
მე მინდა ყველა უცნობს თუ ნაცნობს, დიდი სიყვარულით მადლობა გადავუხადო ამ სიტყვებისთვის! ამ სიყვარულისთვის. მივხვდი, რომ ტყუილად არ მიკეთებია ამდენი რამ! მიყვარხართ მე თქვენ ძალიან და მომიტევეთ თუ გაგაღიზიანეთ“,- წერს ზიზი ჭელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
„თქვენი მომავალი გაცილებით ნათელი იქნება...“ - როგორია კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა დაჭრა - საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები