საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა ბიჭს, რომელიც ყვავილებს ყიდის, გამვლელი ქალბატონი ეხმარება.
ვიდეოში ქალი პატარას რამდენიმე ლარის კუპიურას აძლევს და ბოლოს - დოლარს. ბავშვი ტირილს იწყებს, ამბობს, რომ გრიპი აქვს და წამლისთვის თანხა სჭირდება. ვიდეო დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა გააზიარა.
საზოგადოების ნაწილი უცნობ ქალს აქებდა, თუმცა უფლებადამცველები წერენ, რომ არასრულწლოვანის ვიდეოს ამ სახით გამოქვეყნება დაუშვებელია.
„პრაიმტაიმთან“ ბავშვის დედა ამბობს, რომ ეს ვიდეო შარშანდელია.
„არ მესიამოვნა ამ ვიდეოს გამოქვეყნება. შარშანდელია, მაშინ არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. კი ძალიან მადლობელი ვარ რომ დაეხმარა, მაგრამ ყველაფერი არ უნდა გამოვაჭენოთ ასე საჯაროდ. ძალიან ვნერვიულობ, მირეკავენ, მეუბნებიან რა გაგიჭირდაო... “- ამბობს ბავშვის დედა.
ასევე ნახეთ:
ძლიერი შტორმის შემოტევის შემდეგ მეტეოროლოგები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ