მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, ირაკლი ნადარეიშვილმა ორგანიზაციის ახლად არჩეულ გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მსოფლიო ტურიზმი

მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ორგანიზაციის ახლად არჩეულ გენერალურ მდივანთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

შეხვედრაზე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზადყოფნა მიმდინარე წლის ბოლომდე საქართველოს ესტუმროს.