ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
1774020633
ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ პატრიარქ ილია მეორის ღვაწლზე საუბრისას.
ბართლომეოს I-მა აღნიშნა, რომ არ დარჩენილა საქართველოში ეკლესიური, საზოგადოებრივი და ეროვნული ცხოვრების არც ერთი სფერო, სადაც ილია მეორეს მისი პიროვნების თვალსაჩინო და სასარგებლო კვალი არ დაეტოვებინა. მან ვრცლად ჩამოთვალა უწმინდესის თვისებები.
„ღვთისმოსავი და თავმდაბალი, მლოცველი და ღვთისმსახურების მოყვარე, სასულიერო წოდების ღირსების მქონე ძმათმოყვარე, მშვიდობისმყოფელი და შემრიგებელი, უშუალო და კეთილგანწყობილი, ტკბილი ქცევითა და სიტყვით, მრავალმხრივ განსწავლული და უაღრესად კეთილშობილი, დახვეწილი და შემოქმედი ბუნების, გამორჩეული ნიშნით ხატწერაში, ფერწერასა და მუსიკალურ შემოქმედებაში და ასევე ხუროთმოძღვრებაში. მტკიცე და შეუვალი რწმენის, ღვთისმოსაობისა და ეკლესიის წმინდა ინტერესების დაცვაში, როგორც ქრისტეს მიბაძვის ჭეშმარიტი სახე და მოციქულთა და წმინდა მამათა ჭეშმარიტი მემკვიდრე.
ღმერთმა იგი ღირსი გახადა, რომ 1990 წლის 4 მარტს ჩვენი ნეტარხსენებული წინამორბედის, მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსის ინიციატივით მსოფლიო საპატრიარქოსგან ერთადერთისგან, რომელსაც წმინდა კანონებიდან და ისტორიული ინსტიტუციური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მიეღო საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის და საპატრიარქო ღირსების კანონიკური აღიარება. ასევე იმავე წლისა და თვის 30 რიცხვში ფანარის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადპატიოსან საპატრიარქო ტაძარში მწყემსმთავართა ერთობლივი თანამწირველობის დროს ოფიციალურად მიეღო საპატრიარქო და სინოდალური ტომუსი.
მოკრძალებულ სიხარულს განვიცდი, რომ ჩვენს მიერ, როგორც იმჟამად ქალკედონის მიტროპოლიტმა და სინოდის წევრმა ხელმოწერით დავადასტურეთ ეს წმინდა და ისტორიული ტომუსი“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
მან ისაუბრა ასევე იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა ილია მეორემ ეკლესია კომუნისტური პერიოდის შემდეგ.
„ღმერთმა ღირს ჰყო იგი, რომ გამოეყვანა საქართველოს ეკლესია კომუნისტური ათეიზმისა და მტრულად განწყობილი საბჭოური ბნელი პერიოდიდან დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ეროვნულ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნათელში, სიმშვიდითა და დამღუპველი შფოთვა-მღელვარებების გარეშე და საძირკვლიდან აღედგინა იგი - სასულიერო დასი, მონაზვნობა, ღვთისმეტყველება, კატეხიზაცია, სასულიერო განათლება, ლიტურგიკული და სულიერად სასარგებლო, თეოლოგიური წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოცემა; სოციალური ქველმოქმედება და კაცთმოყვარეობა, ახალი ტაძრებისა და მონასტრების აშენება ან ძველთა საძირკვლიდან აღდგენა, ქვეყნის შიგნით მისიონერობა, ერესებისა და უცხო პროპაგანდის წინააღმდეგობის გაწევა, ეკლესიათშორისი, ქრისტიანთშორისი და რელიგიათაშორისი ურთიერთობები და დიალოგები, განხეთქილებისათვის დამახასიათებელი ტენდენციების შეკავება და აღკვეთა, შერიგებისა და მეგობრობის ხიდების აგება საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური და ეროვნული ცხოვრების ჯგუფებს შორის, ხალხისა და მისი ხელისუფლების მხარდაჭერა და განმტკიცება კრიტიკულ ვითარებებში, როცა საფრთხე შეექმნა როგორც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ისე საპატრიარქოს იურისდიქციას.
ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ მრავალ მიმართულებათაგან, რომლებშიც პატრიარქი ილია მეორე ღვთის სიყვარულში დიდად წარემატა და ეს ყოველივე არა დიდი ძალით, ეკონომიკური თუ ამქვეყნიური, არც ძალაუფლებით, არამედ ყოვლისმპყრობელი უფლის სულით (ზაქარია წინასწარმეტყველი მეოთხე თავის მეექვსე მუხლი), რომელსაც იგი ყოველთვის მიაკუთვნებდა ყოველგვარ მიღწევას კრძალულებით, თავმდაბლური სულითა და მადლიერებით.
ამის გამო ღირსეულად დიდად შეიყვარა იგი სასულიერო დასმა და მთელმა ერმა, როგორც ყველასთვის ნამდვილი მამა მცველი, გამომზრდელი და ეპისკოპოსი, კეთილი მწყემსი, რომელიც ყოველდღიურად თავგანწირვით იღვწოდა თავისი სამწყსოსათვის. ამიტომაც დააფასეს იგი და პატივს მოაგებენ მას ისე, როგორც მცირედ თანამედროვე სახარების მუშაკთაგან ღირსია მუშაკი, რომ მას პატივი მიეგოს ( ტიმოთე, მე-5 თავის მე-18 მუხლი)“, - განაცხადა ბართლომეოს I-მა.