ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის დარიგება
1774020633
თამარ გვერდწითელი პატრიარქთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს.
„მახსოვს ერთი შეხვედრა ძალიან ჩამრჩა გულში. როგორც უდიდესი სიბრძნისა და კეთილი გულის გამომხატველი. მივედით საპატრიარქოში ჩემი კოლექტივი და მე. მე მიმიწვიეს, პირველი მივედი უწმინდესთან, ვემთხვიე და უწმინდესი მეუბნება - ახლა ვისთან ერთადაც შრომობთ, ის ხალხი მომიყვანეთო. შრომა ძალიან დიდი პასუხისმგებლობააო და ძალიან დიდი გულისხმიერება სჭირდებაო. წამოვდექი, მივხვდი, რომ ეს ჩვენი მუსიკოსები უნდა მიმეყვანა. დალოცა პატრიარქმა, აკურთხა და ჩვენ საქმე მართლაც რაღაცნაირად წინ მიდიოდა და წარმატება არ გვცილდებოდა. ეს სასწაულის მოქმედი ადამიანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ მის ეპოქაში ვცხოვრობდი. მუდამ ჩვენთან იქნება უწმინდესი",- ამბობს გვერდწითელი.