პატრიარქო, გვიყვარხარ! - ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
1774185306
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დღეს დაკრძალავენ. პატრიარქს ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაემშვიდობა:
„დღეს ჩვენი გულები მძიმეა. პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის დღეს, ჩვენ ვემშვიდობებით დიდ სულს, რომელმაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას სიბრძნით, სიკეთით და სიყვარულით შეეხო. ჩემი და ჩემი ოჯახის მხრიდან გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას და მწუხარებას. მისი სიტყვები, კურთხევა და არსებობა ყოველთვის დარჩება სინათლედ ჩვენს ცხოვრებაში. დიდი სული არასოდეს ტოვებს, ის ადამიანების გულებში აგრძელებს ცხოვრებას. შევინახოთ იგი ჩვენს გულებში სამუდამოდ. მშვიდობით განისვენოს“, - წერს არუნ ხათრი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.