მშენებარე ბინები თბილისში

მშენებარე ბინა

ახალი ბინის შეძენა ბევრისთვის ახდენილი ოცნებაა, ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ინვესტიცია. ეს ახალი დასაწყისია, სახლი, რომელიც შენს პიროვნებას ასახავს. ეს არის შესაძლებლობა, შექმნა ადგილი, სადაც მოგონებებს და ემოციებს შეინახავ. ადგილი, სადაც გრძელი დღის შემდეგ დაბრუნდები დასვენებისა და განტვირთვისთვის. სახლი, სადაც მეგობრები და ოჯახის წევრები გეწვევიან, თავს დაცულად და მშვიდად იგრძნობ. ახალი ბინა არ არის მხოლოდ ოთხი კედელი და სახურავი, ის არის შენი ცხოვრების ახალი თავის საფუძველი. თუ ეძებთ ბინებს ვაკეში დ გინდათ შეიძინოთ მშენებარე ბინა ფალიაშვილზე ან მშენებარე ბინა ჭავჭავაძეზე, ეს სტატია თქვენთვისაა.

რა უპირატესობები აქვს ვაკეში ცხოვრებას?

თბილისის ცენტრში, კონკრეტულად ვაკის უბანში ცხოვრება ბევრისთვის ძალიან სასურველი ვარიანტია. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ირჩევენ ამ ქუჩაზე ბინის ყიდვას:

· მოსახერხებელი ადგილმდებარეობა - ვაკე არის თბილისის ცენტრალური უბანი და ახლოსაა ბევრ პოპულარულ ადგილთან, როგორიცაა: რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი. გარდა ამისა, ტერიტორია კარგად არის დაკავშირებული საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაც აადვილებს მაცხოვრებლების ქალაქში გადაადგილებას.

· სასიამოვნო ატმოსფერო - ვაკე ცნობილია თავისი ცოცხალი ქუჩებით, დატვირთული აქტიურობითა და ენერგიით. აქ ბევრი ბარი, კაფე და რესტორანია, რაც მას შესანიშნავ ადგილად აქცევს მათთვის, ვისაც სიამოვნებს სოციალიზაცია და ახალ ადამიანებთან შეხვედრა.

· საზოგადოებრივ დაწესებულებებთან სიახლოვე - ვაკეში მრავალი სკოლა და უნივერსიტეტია. გარდა ამისა, გამოირჩევა კარგი დაგეგმარებითა და მწვანე სივრცეებით, მაგალითად, როგორიცაა ვაკის პარკი.

როგორ შევიძინოთ ბინა ვაკეში?

დომუსი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც ქმნის ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიაში გრძნობს. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მობინადრეთა ყოველდღიური ცხოვრების  განუყოფელი ნაწილია.

ამჟამად დომუსის რამდენიმე პროექტი მშენებლობის პროცესშია და შეგიძლიათ შეიძინოთ მშენებარე ბინა ფალიაშვილზე ან მშენებარე ბინა ჭავჭავაძეზე.

ჭავჭავაძის 31-ში მდებარე სამშენებლო კომპლექსის არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავები იქცა.შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს.
თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს.

ჭავჭავაძის 29-ში მშენებარე კორპუსს ექნება ერთი სადარბაზო, 20 სართული და მხოლოდ 45 აპარტამენტი. მისი უპირატესობებია:

· პრაქტიკული ადგილმდებარეობა და მიწისქვეშა ავტოსადგომი ყველა მობინადრისათვის;
· ბელგიური კომპანია Reynaers-ის ალუმინის კარ-ფანჯარა;
· ფრანგული კომპანია Saint-Gobain-ის დაბალემისიური მინები;
· Renson-ის ჟალუზები;
· KONE-ს ლიფტი.

რაც შეეხება ფალიაშვილის 114-ში მდებარე კორპუსს, მას 1 სადარბაზო, 11 სართული და მხოლოდ 32 აპარტამენტი ექნება. მისი უპირატესობებია:

· ესპანური კომპანია Neolith-ის  ფასადი;
· ბელგიური კომპანია Reynaers-ის ალუმინის კარ-ფანჯარა გასაცურებელი გამღები სისტემით;
· ბრიტანული კომპანია  Pilkington-ის დაბალემისიური მინები;
· Kone-ს ლიფტი
· გამწვანებული შიდა ეზო.

თუ გჭირდებათ მშენებარე ბინა ფალიაშვილზე ან მშენებარე ბინა ჭავჭავაძეზე, გადადით ვებ-გვერდზე domusi.com და გაეცანით დეტალურ ინფორმაციას ფასების, განვადების და კვადრატულობის შესახებ.