სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - ავარია ქუთაისის გზაზე

ავარია

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე, არგვეთასთან ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. 

სამგზავრო ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. 

ავარიის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.