მსგავსება მაკა ასათიანთან და ბევრისთვის საინტერესო პირადი ცხოვრება - ინტერვიუ ნენესთან, იგივე კიწისთან

ნენე ნაფოტა

სოციალურ ქსელებში რამდენიმე გამოკვეთილი წყვილი არსებობს, რომელიც გამომწერებმა გამოარჩიეს და განსაკუთრებულად შეიყვარეს. ერთ-ერთი მათგანი ნენე ქურდაძე და დავით გიორგობიანია. კიწი და ნაფოტა - სწორედ ამ სახელებით იცნობენ ტიკტოკზე მათ. 

ისე, როგორც ამ პლატფორმის ყველა მომხმარებელმა, ნენემაც პანდემიის დროს გადაწყვიტა, რომ დრო სახალისოდ გაეტარებინა და პირველი ვიდეოც ატვირთა. მისი კონტენტი ხალხმა მალევე აიტაცა და ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ბლოგერია. 

ნენე სახალისო ვიდეოებს ძირითადად დათოსთან და მის შვილთან, გუგასთან ერთად იღებს. ამიტომ მიიჩნიეს, რომ ისინი ერთი ოჯახია. რეალურად, ნენე და დათო საუკეთესო მეგობრები და ამავდროულად, თანამშრომლები არიან. 

მას შემდეგ, რაც კიწიმ და ნაფოტამ გამომწერებს უთხრეს, რომ ერთად არ არიან, ამან ბევრი მათგანი დაამწუხრა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nene Kurdadze (@nenekur)

 

„პრაიმტაიმი“ ყველაზე აქტუალური კითხვებით ნენეს დაუკავშირდა. 

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ ბლოგერობა?

- გადავწყვიტე, კორონას დროს რამით გავრთულიყავი და პირველი ვიდეო ჩავწერე. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მომეწონა ხალხის ყურადღება, კარგი კომენტარები და გავაგრძელე... 

- თქვენი გამომწერები აღნიშნავენ, რომ მუდმივად პოზიტიურ ხასიათზე ხართ. როგორ ახერხებთ ამას?

- რა თქმა უნდა, მოწყენილიც ვარ ხოლმე, ნერვებიც მაქვს მოშლილი, მაგრამ ძირითადად ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო... ასეთი ვარ...

- მაშინ, როცა ტიკტოკზე გამოჩნდით, ყველა აღნიშნავდა, რომ მაკა ასათიანს ჰგავხართ. რა რეაქცია გაქვთ ამაზე და თავად თუ იცნობთ მას?

- ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კომპლიმენტია. მგონია, რომ მაკა ასათიანზე ლამაზი ქალი დედამიწაზე არ დაიარება. ძალიან მსიამოვნებს, როცა ამას მეუბნებიან. მაკას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მიყვარს (იცინის).

- როგორ გაიცანით დათო?

- მე ძალიან პატარა ვიყავი, როცა დათისთან მუშაობა დავიწყე. მერე ძალიან დავმეგობრდით და ერთ დიდ ოჯახად გადავიქეცით.

- თქვენი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კარგი წყვილი იქნებოდით, ზოგი ფიქრობს, რომ ერთად ხართ. ხართ რეალურად წყვილი?

- რეალურად, წყვილი არ ვართ და არანაირი სასიყვარულო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ბრალია, თავიდან ეგრე რომ ეგონათ... თავიდან ძალიან გავერთეთ. მერე მივხვდით, რომ ვიტყუებოდით და ცოტა არასწორი იყო... გადავწყვიტეთ, გვეთქვა სიმართლე.

თუმცა, არც ის გვითქვამს, ერთად ვართ, ან არ ვართ-თქო, ინტრიგა იყო... მერე გადავწყვიტეთ, სიმართლე გვეთქვა. ცხოვრებაში მეგობრობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. არ მგონია, რომ ვინმეს ისეთი მეგობარი ჰყავდეს, როგორიც ჩემთვის დათია.

გუგაზე წერდნენ ხოლმე, როგორ არ არის შენი შვილი, ზუსტად შენნაირი თვალები აქვსო. მიუხედავად იმისა, რომ გუგა პატარაა, ზუსტად ისეთივე მეგობარია, როგორიც დათი. 

გუგა ძალიან პატარა იყო რომ გავიცანი და ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ვერ ავხსნი, რომ ვხსნი არც სჯერათ... 

- თქვენი გამომწერები ხშირად წერენ, რომ დათოს უყვარხართ და ეს მის თვალებში იკითხება. ამაზე რა რეაქცია გაქვთ ხოლმე?

- (იცინის) სპეციალურად აკეთებს. დათის ძალიან ახლოს უნდა იცნობდეთ, რომ მიხვდეთ, როგორი მაგარი ადამიანია. ძალიან განსხვავებულია. 

- რა ხდება მაშინ თქვენს პირად ცხოვრებაში?

- ვარ ერთი გაუთხოვარი გოგო (იცინის). ამ ეტაპზე, ჩემს ცხოვრებაში არავინ არის.

- დათოსთან მეგობრობა პირად ცხოვრებაში ხელს ხომ არ გიშლით, ბევრს ალბათ დაკავებული ჰგონიხართ? 

- დედაჩემი ძალიან ნერვიულობს, ფიქრობს რომ ხელს შემიშლის და ასე ვეღარასდროს გავთხოვდები (იცინის). მე ეგრე არ ვფიქრობ. ახლო წრემ ყველაფერი იცის, თუ ვინმეს ახლოს მოსვლა უნდა, მოვა... 

- როგორია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, კიდევ რა ინტერესები გაქვთ?

- მთელი დღის განმავლობაში რესტორნით ვართ დაკავებულები და სულ ერთად მაგიტომ ვართ. ბევრი ობიექტი გვაქვს და სულ ერთად ვმოძრაობთ. 

გარდა ამისა, ცეკვაზე დავდივარ „სუხიშვილებთან“, მოყვარულებში. ბავშვობაში სულ ვცეკვავდი... ვვარჯიშობ იოგას... ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ჩემს დისშვილებთან ერთად ყოფნაა. ყოველ თავისუფალ წუთს მათთან ერთად ვატარებ.