პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამა საბა ჭიკაიძე, მრევლს მიმართავს:
„დიდ მსახურებებზე დასწრების დროს ხან ფეხი, ხან წელი აგვტკივდება, მოგვშივდება, მაგრამ ჩვენ ეს გვიღირს, რომ დავითმინოთ უფლისთვის.
უფალმა ისე შეგვიყვარა, რომ ჩვენთვის წარმოუდგენელი მსხვერპლი გაიღო და ჩვენც რომ მისდამი მადლიერების ნიშნად ცოტა დავიღალოთ, ცოტა გვეტკონოს, ცოტა დავითმინოთ ამით რაღაცას შევძლებთ და ეს ჩვენ გვჭირდება.
თუ შენ მადლიერების გრძნობა გაგაჩნია, ესე იგი ღირსეული ადამიანი ხარ, გაქვს უნარი დაინახო ის ყველაფერი რაც გეძლევა, უფლისგან იქნება თუ ადამიანისგან, მთლიანობაში ეს ერთი და იგივეა და მადლიერების უნარი აქვს მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს, ყეყეჩი და ამპარტავანი ადამიანი არასდროს მადლიერი არ არის, რადგან არასდროს ყოფნის რაც აქვს“,- ამბობს მამა საბა.