VIDEO:„აღდგომის შემდეგ გაქრებით ეკლესიიდან, მერე დაელოდებით შემდეგ მარხვას, მაგრამ რომ არ დაგიდგეთ შემდეგი?...“ - მამა შალვა კეკელია

შალვა კეკელია

მამა, შალვა კეკელიამ ქადაგებისას დიდი მარხვის დროს ტაძრებში მრევლის რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება:

„დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ხართ ტაძარში მოსული, მაგრამ ყველაზე მძიმე ის იქნება თუ შემდეგ კვირას ტაძარში არ მოხვალთ, შემდეგ კვირას ისევ არ მოხვალთ. მარტო ბზობას ეკლესიაში მოსვლა სულის საშველი არ არის. ადამიანი ვინც მხოლოდ ბზის წასაღებად მოვა ეკლესიაში და შემდეგ კვირაში დაავიწყდება ისევ ეკლესია, აღარ ივლის, კვირას წირვას არ დაესწრება, ემსგავსება ადამიანს რომელიც ამბობს მერე ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ესე.

იცით რატომ მიდის დიდი მარხვის შემდეგ ადამიანი ეკლესიიდან? იმიტომ, რომ ის ღმერთზე შეყვარებული არ არის, მას თავისი ჯვარცმული ღმერთი არ უყვარს. ის რომ შეყვარებული იყოს ღმერთზე, შეყვარებულებს არ ღალატობენ“,- ამბობს დეკანოზი.

„აღდგომასაც იქნება ბევრი ხალხი და გაქრებით ეკლესიიდან, მერე დაელოდებით შემდეგ მარხვას, მაგრამ რომ არ დაგიდგეთ შემდეგი მარხვა?“,- თქვა ქადაგებისას მამა შალვამ. 

ნახეთ ვიდეო: