„ჩემს ცხოვრებაში ისეთი მოვლენები მოხდა, 15 წლით დამაშორა ეკლესიას...“ - მამა საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძე

მამა საბა ჭიკაიძეს, რომელიც თბილისში, ვაკეში მდებარე ორ ეკლესიაში დეკანოზად მსახურობს - მთელი ქვეყანა იცნობს. მამა საბა სოციალურ ქსელში საჯაროდ პასუხობს ყველას, ვისაც რელიგიასთან დაკავშირებით რაიმე სახის კითხვა აქვს.

მამა საბა 11 წელია სასულიერო პირია. ჰყავს ცოლი, 5 შვილი და 2 შვილიშვილი. ამბობს, რომ თავის ხორციელ და სულიერ შვილებს ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ყველა ერთნაირად უყვარს. 

მამა საბა მისი რთული ცხოვრების შესახებ „სარკეს“ ესაუბრა. 

„სკოლას რომ ვამთავრებდი, ეროვნული მოძრაობის დროს გადავწყვიტე, რომ ამ გზას აუცილებლად დავადგებოდი. როგორც სკოლის მოსწავლე, ჩართული ვიყავი ეროვნულ მოძრაობაში და მაშინ იყო, რომ ჩემი პირველი კონტაქტი მოხდა ეკლესიასთან.

სამედიცინოზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება და სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. სემინარიის მერე სასულიერო აკადემიაში ვისწავლე და აკადემია რომ დავამთავრე, მერე იყო ხანგრძლივი პაუზა ეკლესიასთან კავშირში – დაახლოებით 15 წელი… მოხდა ისეთი მოვლენები ჩემს ცხოვრებაში, რამაც დიდი ხნით დამაშორა ეკლესიურ ცხოვრებას, თუმცა ჩემი ფიქრები ღმერთს არასოდეს მოწყვეტია“,- ამბობს მამა საბა.