„მოვისმინე ამბავი, რომელსაც მხოლოდ ფილმებში გაიგებთ“ - ამერიკაში გაშვილებული ქართველი ბიჭის ემოციური ისტორია

აშშ-ში გაშვილებული ბიჭი

რამდენიმე დღის წინ ჯგუფის „ვეძებ“, დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და წერდა, რომ ოჯახმა წლების წინ  გარდაცვლილად გამოცხადებული შვილი იპოვა. ბავშვი საქართველოდან რუსეთში, შემდეგ კი ამერიკაში გააშვილეს. 

ახალგაზრდა ბიჭმა ჯგუფში თავისი ისტორიის შესახებ და წერა, მას ბიოლოგიური მშობლები მალევე გამოეხმაურნენ. პოსტიდან 24 საათში მან მშობლები იპოვა. 

„გუშინ დაახლოებით 10:30-ზე მივიღე შეტყობინება იმ ჯგუფის დამფუძნებლისგან, სადაც დავპოსტე ინფორმაცია ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. ჯგუფის ხალხმა საოცრებები მოახდინა და 24 საათში ნაკლებ დროში იპოვა დედაჩემი. როდესაც მე მივიღე ეს შეტყობინება, მითხრეს, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა და ძმა ვიდეო ზარს ელოდებოდნენ. ისინი არ საუბრობდნენ ინგლისურად, მაგრამ ჩვენ გვყავდა თარჯიმანი, რომელიც ენის ბარიერის დაძლევაში დაგვეხმარა. 

შემდეგ მოვისმინე ამბავი, რომელსაც მხოლოდ ფილებში გაიგებთ. როგორც ჩანს, 90-იან წლებში საქართველოში კრიმინალის მაღალი მაჩვენებელი იყო და საავადმყოფოში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ მაფიასთან.

როცა დავიბადე, დედაჩემს უთხრეს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და ოპერაცია მჭირდებოდა, 4 დღის შემდეგ უთხრეს, რომ ოპერაციის დროს მოვკვდი.

ცოტამ, თუ იცოდა, რომ ჩემი საბუთები გაყალბებული იყო და თანხის სანაცვლოდ რუსეთში მსოფლიო ბავშვთა სააგენტოში წამიყვანეს. 27 წელი. 27 წელი, ჩემს ოჯახს სჯეროდა, რომ მე მოვკვდი, თბილისში ჩემი საფლავიც კი არის. 

მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო ის ემოცია, რომელიც ჩემს ბიოლოგიურ დედას და ძმას ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ მე მთელი ამ დროის განმავლობაში ცოცხალი ვიყავი. 

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე ვიპოვე ჩემი ბიოლოგიური ოჯახი, მივიღე ასობით შეტყობინება ქართველებისგან, რომლებიც ზეიმობენ ჩემს ოჯახში დაბრუნებას. 

ჯგუფში, სადაც 50 ათასზე მეტი ადამიანია ნახა ჩემი ისტორია.

სიგიჟეა, უბრალოდ ჩემი განზრახვა იყო მხოლოდ ის, რომ მადლობა გადამეხადა დედისთვის, რომელზეც მითხრეს, რომ ახალგაზრდა იყო და ვერ იზრუნებდა ჩემზე. უბრალოდ მინდოდა მადლობა გადამეხადა რთული არჩევანისთვის. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემი შვილად აყვანის ისტორია იმაზე გაცილებით რთულია ვიდრე ოდესმე შემეძლო გამეაზრებინა...“, - წერს ამერიკაში გაშვილებული ახალგაზრდა.

ნახეთ ვიდეო ⇓