1728312638
„ამ ბოლო დროს ყველას ძალიან თბილ მესიჯებს გვწერდა, უცხოებსაც კი, ნეტავ გრძნობდა რამეს?“ - თამუნა მუსერიძე
ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძე ეხმაურება.
როგორც მუსერიძე წერს, „ასეთი ხალისიანი და ციმციმა ადამიანები ყოველთვის ადრე გვტოვებენ.“
„უზომოდ ნიჭიერი, კეთილი, თბილი, როგორი გარდასახვის უნარი ჰქონდა, იუმორის გრძნობა. ღმერთო, როგორ უყვარდა სიცოცხლე. ამ ბოლო დროს ყველას ძალიან თბილ მესიჯებს გვწერდა, უცხოებსაც კი, ნეტავ გრძნობდა რამეს?
არადა ზუსტად ასეთი ხალისიანი და ციმციმა ადამიანები ყოველთვის ადრე გვტოვებენ.
დროებით ლიზა. ცხარე ცრემლით ვტირი, ისე განვიცდი შენ გარდაცვალებას. ოდესმე კიდევ შევხვდებით,“ – წერს თამუნა მუსერიძე.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.
მომხდართან დაკავშირებით, ოფიციალური შეტყობინება შევიდა, ბელგიაში, საქართველოს საელჩოშიც.