პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება, რაც ვაკის პარკის მებაღისა და 13 წლის ლაზარეს ნახვამ და გავრცელებულმა ფოტოებმა გამოიწვია.
„რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემს მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, ეგ მეგობრებო, ჩემი ვალი და ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ როგორც პირველ რიგში, ადამიანის, როგორც კაცის, როგორ 4 შვილის მამის, კი მე მოვინახულე, შევხვდი ამ ადამიანებს, კიდევ შევხვდები და კიდევ მოვინახულებ. მოვინახულებ ყველას, ვისი მადლიერიც ვარ და ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა.
აუცილებლად შევხვდები მეგი ბანცაძეს, რომელმაც ლაზარე გადაარჩინა და მადლობას გადავუხდი. მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც ბავშვების გადარჩენაში წვლილი შეიტანა: თითოეულ ექიმს, თითოეულ ექთანს, ყველა ადამიანს.
აქვე, ბოდიშს ვუხდი ანდრიას, რომ გუშინ მისი მონახულება ვერ შევძელი, მაგრამ მომდევნო დღეების განმავლობაში, აუცილებლად ვესტუმრები მასაც.“ - განაცხადა კალაძემ.