„მოვახერხე, მეპოვა ორი ყველაზე კრიტიკული დაზიანება, რომელსაც Google-სთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეეძლო“- ვინ არის 17 წლის ეთიკური ჰაკერი, რომელსაც Google -მ კიბერგუნდში მუშაობა შესთავაზა

ლუკა რამიშვილი

„ფორბსის“ 30-წლამდელთა სიის 2021 წლის გამარჯვებულმა ლუკა რამიშვილმა „Google“-სგან კიბერუსაფრთხოების გუნდში მუშაობის შეთავაზება მიიღო.

ლუკა, პროექტ „ოზონის“ თანადამფუძნებელი, ეთიკური ჰაკერი და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია. Google-ს ყურადღება ქართველმა სპეციალისტმა პროგრამა Bun Bounty-ის საშუალებით მიიპყრო, რომლის ჰაკერულად გატესტვის საშუალება ყველა მსურველს აქვს.

„პროგრამის საშუალებით საკმაოდ კარგი უნარები და გამოცდილება დავაგროვე და თითო კვირის ინტერვალით მოვახერხე, მეპოვა ორი ყველაზე კრიტიკული დაზიანება, რომელსაც „Google“ -სთვის საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეეძლო“, – განაცხადა რამიშვილმა „Fobres Georgia“ -სთან და დასძინა, რომ ამ დაზიანებების პოვნა თავად „Google“-ს არ შეეძლო.

„ახლახან ჩამოვედი ამერიკაში და გადავწყვიტე, „Google“-ს რაღაცა დაზიანებების გამოსწორებაში დავხმარებოდი. ეს არის ჰაკერული დაზიანებები, რის გამოც შეიძლება Google კიბერშეტევის მსხვერპლი გახდეს და ძალიან რთულია ამ დაზიანებების ნახვა.

მივიღე Google-ს Bug Bounty-ში მონაწილეობა და როგორც ჩანს ჩემი ნაპოვნი დაზიანებით ძალიან დავეხმარე, რის გამოც Google-მა Honorable სიაში შემიყვანა, სადაც 1 500 ადამიანია.

ეს სია წლებია არსებობს და საკმაოდ რთულია მოხვედრა. საქართველოდან მარტო მე ვარ ამ სიაში, როგორც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი. ამ ყველაფრის შემდეგ კი Google-მ კიბერგუნდში მუშაობა შემომთავაზა" - ლუკა რამიშვილი