„მორგები გადაივსო. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს...“- რას ჰყვება აშშ-ში მცხოვრები ქართველი

amerika

გზა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრამდე რთულია, ძვირი და სიცოცხლისთვის სახიფათო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს­ წინასწარ აქვთ ინფორმაცია, სიცოცხლისთვის სახიფათო გზის შესახებ, მაინც მიდიან. 

უმრავლესობა ახალგაზრდაა, ზოგჯერ ოჯახებით, ჩვილი ბავშვებით,­ ზოგჯერ მარტოც მიდიან, მაგრამ დათქმებით - მოეწყობიან და ცოლ-შვილსაც წაიყვანენ. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი - 80 351 პირი, ქართველია.

რა გზას გადიან ქართველები ამერიკაში თავის დასამკვიდრებლად, როგორ ცხოვრობენ და რას ფიქრობენ ოკეანის გამოღმა დარჩენილ სამშობლოზე, რატი საბახტარაშვილმა „კვირის პალიტრას“ უამბო.

- 21 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, რაც ბოლო ორ-სამ წელიწადში, განსაკუთრებით კი წელს ხდება, ასეთი არ რამ მახსოვს. მე 17 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი. იმ პერიოდში ქართველები ამერიკაში იშვიათად მოდიოდნენ, ზოგი ჩემსავით მწვანე ბარათს იგებდა, ზოგი სასწავლო, გაცვლითი პროგრამით ჩამოდიოდა, არალეგალურად უმთავრესად შუახნის ქალები მოდიოდნენ და ოჯახებში მოხუცების მომვლელებად იწყებდნენ მუშაობას.

ახლა ოციდან ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცები ჩამოდიან, თანაც სისტემატურად. დღე არ გავა, ახლობელმა არ დამირეკოს, რომ ახალი­ ჩამოსული ქართველი ჰყავს დასაბინავებელი. ზოგი სამუშაოს ეძებს, ზოგმა სამუშაოს შოვნაზე ხელი ჩაიქნია და პურის ფულს ან თავშესაფარს ითხოვს. ყველაზე ცუდი კი ის არის, მორგები გადაივსო ქართველებით. სულ ცოტა, ორ-სამ კვირაში ფულის აგროვება გვიწევს,­ გარდაცვლილი ქართველის საქართველოში გადასვენებისთვის. სრულად წაიკითხეთ აქ