VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ტრამპთან დაკავშირებული საქმის დოკუმენტაციას ასაჯაროებს. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც ტრამპის რეზიდენციაში გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა.
38 გვერდიან დოკუმენტში გარკვეული ინფორმაცია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე და მოწმეთა დაცვის თვალსაზრისით, დაფარულია. იქვე აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, თეთრი სახლიდან დოკუმენტაცია გაიტანა, რომელიც მოგვიანებით, მაისში ეროვნულ არქივს გადაეცა.
აფიდევიტის მონაცემებით, 67 დოკუმენტი მონიშნული იყო როგორც "კონფიდენციალური", 92 დოკუმენტი, როგორც "საიდუმლო" და 25 - "სრულიად საიდუმლო".