21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივის შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, ხოლო ქართველები "ენჯეოები" და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში არიან ჩართული, უცხო ძალას საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, "რუსთავის 2-ის" მიერ მოპოვებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც "იპიპის" წევრებმა ევროკომისიის პრეზიდენტს მისწერეს, წერილში საუბარია, რომ საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება, მანამდე, ვნახეთ სტატია, რომელიც დაიწერა იმ პირის მიერ, რომელიც კავშირშია ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაციასთან, რა შეიძლება, იყოს ამ ყველაფრის ინტერესი.
"ყველამ იცის, ეს არის ტყუილი, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო. მერე მოუწიათ ეღიარებინათ, ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა კიდევ ერთხელ, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ ვიღაც შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობა, მაგრამ იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც კი ვერ გამოვლინდა. მეორე, რატომ სურს "იპიპის" ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით, ესეც მცდელობაა, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას, მოიყვანონ მარიონეტული "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში, შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანონა. "იპიპიზე" როცა ვსაუბრობთ, ფაქტია, და, ახლახან "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები, დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ეს წერილი და მიმართვა შედგენილი. ეს წერილი თუ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა, გამოდის, რომ "ნაციონალური მოძრაობის", ამაში ჩართული ხალხის, მათ შორის "ენჯეოების" საქმიანობა, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმმარებაა. სხვათაშორის ასეთი მუხლები აქვს წაყენებული რამდენიმე პოლიტიკოსს რადიკალური ოპოზიციიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს. კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ, ამგვარი დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივის შემცველი წერილი არის მტრული საქმიანობა საქართველოს წინაადეგ, ხოლო ის პასპორტით ქართველები „ენჯეოები“ და პოლიტიკოსები, რომელიც ამაში ჩართული არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ვიქტორ ყიფიანის რა ინტერრსი შეიძლება, იკვეთებოდეს, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ "ყველა ვინც ჩართულია დეზინფორმაციული ნარატივის შედგენაში, მათ შორის ეს ეხება "ჯეოქეისის“ თანამშრომლებს, ყველა ჩართულია საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში“.
"ეს არის ფაქტი და ამას უნდა გაუსწოროს ყველამ თვალი, მათ შორის ბატონი ყიფიანის მონაწილეობით, როდესაც ასეთი დეზინფორმაციულ ნარატივს ქმნი, ავრცელებ ხელოვნურად, აძლევ საბაბს უცხო ძალებს, შენი დეზინფორმაციულ ნარატივზე დაყრდნობით საქართველოს წინააღმდეგ, თუნდაც წერილები წეროს და ცუდი პრესა შეუქმნას საქართველოს, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა თავისი პოლიტიური დატვრითვით", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.