ევა ბარბაქაძე 23 წლის გახდა - როგორ მიულოცა შორენა ბეგაშვილმა შვილს დაბადების დღე
1731235213
პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი უკრაინაში შექმნილ საომარ ვითარებას ეხმაურება.
„გთხოვთ, შეწყვიტეთ ომი. ცა მალე ისევ ლურჯი იქნება“, - წერს პიანისტი.
ბოლო ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი მიმართვაში განაცხადა, რომ დაჭრილი სამხედროებს სისხლი სჭირდებათ და ყველას მოუწოდა, გახდნენ დონორები.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის არმია კიევის ოლქში სახელმწიფო საზღვრის გარღვევას ცდილობს.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მტრის სამხედრო ტექნიკა „ვილჩას“ გამშვები პუნქტიდან შევიდა.
„მიმდინარეობს სასაზღვრო დანაყოფების გადანაწილება სათადარიგო პოზიციებზე და ისინი მოქმედებენ უკრაინის არმიასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.