ჭავჭავაძეზე ხანძარია - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
1734802938
მოქალაქეთა 97% იუსტიციის სახლში მიღებული მომსახურებით კმაყოფილია.
„მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ და მიუკერძოვებელ კვლევებს, იმისათვის რომ დროულად გვქონდეს ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე და შემდგომში უკვე მოვახერხოთ მყისიერი და ადექვატური რეაგირება,“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაზე საუბრისას.
კვლევა UNDP-ისა და UK aid-ის ხელშეწყობით, 2020 წლის შემდეგ გახსნილ 14 ფილიალში ჩატარდა. კვლევის მიხედვით მოქალაქეთა 96% სერვისებს მარტივად ხელმისაწვდომად მიიჩნევს, მოქალაქეთა 97% კი, მიღებული მომსახურებით კმაყოფილია.
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გასცემენ სერვისებს სახელმწიფოს სახელით და ქმნიან სახელმწიფოს დადებით იმიჯს,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.