„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნოვაციის შესახებ პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში გაკეთებული მოხსენებისას ისაუბრა.
მუზეუმის მიზანი სამართლის ისტორიის პოპულარიზაციაა.
„ქართველებს შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი სამართლის ისტორიით და გავაცნოთ იგი ფართო საზოგადოებას. შემეცნების პროცესის ხელშესაწყობად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და გავხსნათ სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რაც იქნება ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებულ პირთა საყვარელი ადგილი და, ასევე, მრავალს გაუღრმავებს ჩვენი სამართლისა და კულტურის უკეთ შესწავლის ინტერესს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.