რატომ არ უნდა დატოვოთ ტელეფონის დამტენი დენის წყაროში
1734037881
უკვე მეორე დღეა სამეგრელოს რეგიონში ძლიერი ქარია. მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ქარმა პრობლემები შექმნა.
ქარმა ხეები მოგლიჯა სოფელ განმუხურშიც.
ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, დააზიანა ელექტრო სადენები.
სტიქიასთან გასამკლავებლად, მუნიციპალური სამსახურების მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი: წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა გზის სავალი ნაწილები,ხოლო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ "ენერგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლები.
აქვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პარალელურ რეჟიმში მუშაობენ ზარალის დამთვლელი კომისიები.
ასევე, ძლიერი ქარია უკვე მესამე დღეა ფოთშიც. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი იზრდება.
როგორც ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ განაცხადა,სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
მისივე თქმით, ქარმა საცხოვრებელ სახლების , ერთ-ერთი საჯარო სკოლის, საჯარო დაწესებულებების და მრავალსართულიანი ბინების სახურავი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები, წაქცეული ელექტროგადამცემი ბოძები.
მერის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. აღნიშნული სამუშაოები ახლაც გრძელდება.
,,სამწუხაროდ ფოთში ძლიერი ქარი გრძელდება.ზარალი საკმაოდ დიდია. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც შესაბამისად აღწერს მიყენებულ ზარალს . ერთ-ერთი აღწერის დროს დაშავდა ჩვენი თანამშრომელი , რომელიც მრავლობითი მოტეხილობით გადაყვანილია კლინიკაში და მას ყველა შესაბამისი დახმარება გაეწევა . შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკონ , ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. გრძელდება სამუშაოები ელექტრო ენერგიის აღსადგენად.ხშირია ხეების მოგლეჯის შემთხვევა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილებას მოერიდონ. ქარი სავარაუდოდ საღამოს შენელდება და ხვალიდან კი უკვე დაიწყებს კლებას, “- აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ.
სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი დღეს საღამომდე შენარჩუნდება, ხვალ კი შედარებით შენელდება.