„მივმართავ დედებსაც და მამებსაც: გინდათ, რომ კარგი შვილები გყავდეთ? თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო მამები და დედები...“ - შალვა ამონაშვილი

პირადი ფეისბუკის გვერდის ფოტო

ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი ბავშვის სწორ აღზრდაზე საუბრობს და მშობლებს მიმართავს. 

„ნახევარი ოჯახებისა საქართველოში ინგრევა. მანამდე რა ხდებოდა? - ჩხუბი და ყაყანი ოჯახში. მივმართავ დედებსაც და მამებსაც: გინდათ, რომ კარგი შვილები გყავდეთ? საუკეთესოები? თქვენ თვითონ გახდით საუკეთესო მამები და დედები, საუკეთესო მეგობარი, საუკეთესო მეზობელი. მშობელს ეცი პატივი, რომ ბავშვმა დაინახოს ეს. მეზობელს ეცი პატივი, გამვლელს ეცი პატივი. ზრუნვა გამოიჩინე ქვეყანაზე, რომ ბავშვმა გკითხოს: მამა, არავინ არ გიყურებდა და რატომ აკეთებდი ამას? თუ ასეთ საქციელებს ჩავიდენთ და ეს საქციელები ბევრი იქნება, ბავშვი გაგვეზრდება თვალსა და ხელს შუა საუკეთესო“, - ამბობს შალვა ამონაშვილი „სალომე კასრაძის პოდკასტში“.