BBC: კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა ოთხი და დაშავდა ექვსი ადამიანი

კატერი

კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული კატერიდან ცეცხლი გაუხნეს კუბის სანაპირო დაცვის გემს, რომელიც მათ ვინაობის დასაზუსტებლად მიუახლოვდა, რის შედეგადაც, სანაპირო დაცვის გემის კაპიტანი დაშავდა. საპასუხოდ, კუბას სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა აშშ-ში რეგისტრირებულ კატერს.

კუბის მთავრობა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება.