1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
2 საათზე ნაკლები რჩება - მამუკა ონაშვილს სიონის ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. კოლეგები და მსახიობი გარდაცვლილ მომღერალზე სხვადასხვა ისტორიას იხსენებენ. ერთ-ერთია ნიკა ქავთარაძე. მსახიობის თქმით, ბოლო დროს ონაშვილს მატერიალურად უჭირდა, თუმცა მას გვერდით არავინ დაუდგა და დახმარების ხელი არ გაუწოდა.
„მამუკა ონაშვილის გასვენებაა. ძალიან მიყვარდა ეს ბავშვივით კეთილი და მხიარული ადამიანი. ძალიან მეწყინა და მეტკინა. გუშინ პანაშვიდზე ვიყავი და ერთ რაღაცაზე დავფიქრდი: ძალიან უჭირდა ბოლო პერიოდში.
არაა ეს ქვეყანა არტისტებისთვის. თორემ ყველაფერი ჰქონდა მამუკას, კარგად ცხოვრებისთვის - ნიჭი, ხმა, ქარიზმა. მაგრამ ეს ხომ საქართველოა. ხოდა, მივლენ ახლა გასვენებაში ისინი, ვინც გაჭირვებაში მიატოვა, დახმარების ხელი არ გაუწოდა, მხარში არ ამოუდგა.
მივლენ და აღვარღვარებენ ღაპაღუპით ნიანგის ცრემლებს. ფარისევლობა არც ჩვენი საზოგადოებისთვისაა უცხო და არ სიონის ტაძრისთვის, მაგრამ მაინც „ტეხავს“, თან ძალიან. ღმერთმა გაანათლოს ჩვენი ყველას მამუკა ონაშვილის სული!“, - წერს ნიკა ქავთარაძე.