პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
55 წლის ქართველი მომღერალი და მსახიობი მამუკა ონაშვილი, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
გამოსვენება, ხუთშაბათს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან მოხდება. მომღერალს, მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
რამდენიმე წუთის წინ, მამუკა ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ირინა ჩიხლაძემ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იმ ჟურნალისტებს მიმართავს, ვინც ძველი ინტერვიუები გამოაქვეყნა:
„რამ გაგაბოროტათ ერო? ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩემი ძველი ინტერვიუები, გაამძაფრეს უფრო და ალანძღვინებენ ჩემს თავს...
ვის რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?... მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ... სირცხვილია, პატივი ეცით მის სულს...“, - წერს ჩიხლაძე.