VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ბახმაროს გზაზე, სადაც ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა
1753163822
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაყადაღებული ქონება 15 მილიონ ლარს აღემატება.
ამ ქონების ჩამონათვალშია ძვირად ღირებული სახლები, მიწის ნაკვეთები, სასტუმროები, ავტომანქანები და სხვადასხვა ქონება. მათ შორის დაყადაღებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი თბილისში, სასტუმრო „ხირსა“ ქალაქ სიღნაღში, მიწის ნაკვეთები თბილისში, ბაკურიანში, მცხეთასა და ბორჯომში.
ცნობილი ხდება, ისიც რომ გოგაშვილის საკუთრებაში იყო 15-ზე მეტი ძვირად ღირებული ავტომანქანა.
18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.