„მითხრა, ტელეფონი მიჯდებაო... ქალაქგარეთ წასვლაზეც იყო საუბარი“ - ოჯახი 25 წლის გოგოს მესამე დღეა ეძებს

სოფო

ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა 25 წლის სოფო ბიჭიაშვილის ეძებს. გოგონა დედას ბოლოს 27 დეკემბრის დილას ესაუბრა, მას შემდეგ კი არ გამოჩენილა. საქმეში ჩაერთო პოლიციაც.

„პრაიმტაიმი“ გაუჩინარებული გოგოს დედას ესაუბრა.

„ახლა ვიყავი პოლიციაში, განაცხადი დავწერე. 26 დეკემბერს ტელეფონით რამდენჯერმე ვისაუბრეთ, 27-ში დილით დამირეკეო და დავურეკე. ერთ 2 საათში მითხრა, ტაქსიში ვარ ტელეფონი მიჯდება და გადავიფიქრე სახლში მოსვლასო. მანამდე ქალაქგარეთ გასვლაზეც იყო საუბარი. 

ყველამ იცის მისი მდგომარეობა. გასაგებია, რომ ტელეფონი უჯდებოდა, მაგრამ დამტენი ჩანთაში თავად ჩავუდე. დედა ხარ, ადამიანი ცუდ რამეზე ფიქრობს.

არ ვიცი, საით გაემგზავრა. რუსთაველზე მივდივარ, მერე რაღაც ივენთია და მოვალ, როგორც კი დამთვარდებაო. უნდა მოსულიყო დილით, ვისაუზმებო მითხრა, მაგრამ არ დაბრუნებულა.“ - გვითხრა გოგონას დედამ.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში, დედა წერდა, რომ 25 წლის სოფო ბიჭიაშვილი მწვავე ბიპოლარის მატარებელია და მისთვის მედიკამენტის მიღება, აუცილებელია.