„მითხრა, ნელ-ნელა სხვა სამყაროში გადახვალთო...“ - ცაგარელი განმარტავს, როგორ გავარჩიოთ ბნელი და ნათელი ძალების უცხოპლანეტელები

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელი იხსენებს დღეს, როდესაც ეზოთერიკოს თალეს შონიასთან ერთად უცხოლპანეტელს შეხვდა. ასტროლოგი გვასწავლის, როგორ ამოვიცნოთ. 

„უცხოპლანეტელებთან შეხვედრა საშიში არ არის, მე მაშინ მარტო არ ვიყავი, თალეს შონია (ეზოთერიკოსი) მახლდა, რომელმაც წინასწარ გამაფრთხილა და მოვლენებისთვის მზად ვიყავი. ამ უცხოპლანეტელებს, რომლებიც არიან სხვა სამყაროდან და გალაქტიკიდან, რა თქმა უნდა, სხვა ფორმა აქვთ. იქ სხვანაირი ჟანგბადია და სხვა პირობებია, სხვა საკვებია. იქ რომ იცხოვრო, ამას სჭირდება სხვანაირი თავის ფორმა, სხვა შინაგანი სისტემა, ამიტომ არიან მრავალფეროვანები, სხვადასხვა ფერის, არიან ბოროტები, შავბნელი ძალები იქაც არის. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, არ იცით, თქვენ რომელი ძალის წარმომადგენელია, რომ მიხვიდე და ხელი ჩამოართვა, არ შეიძლება.

როდესაც მათ ენერგეტიკულ ველში შედიხართ, დაახლოებით, 5 მეტრში უკვე ვიბრაცია იგრძნობა. ყურებში იწყება სტვენა, ეს ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებაა. საათი ჩერდება, მობილური თავისთავად, ითიშება. სხვა ენერგოვიბრაციის ველში შედიხარ, გტკივდება თავი, შეიძლება ოფლში ჩაგაგდოს და რაღაც შინაგანი ვიბრაცია იგრძნო, როცა სიცხე აგიწევთ და გაჟრიალებთ, ისე. ეს არასასიამოვნო მომენტი ნახევარ წუთს გრძელდება. შემდეგ სიტუაცია მშვიდდება, ლაგდება.

როგორ ხდება კომუნიკაცია - მე გაოგნებული წამოვედი, ხმა არ ამომიღია, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი მივიღე. მერე ვფიქრობდი, რანაირად?! კითხვა დასვით გონებრივად, ის უკვე წავიდა, ენა არ სჭირდება, იმან გაიგო უკვე და შენივე ხმით უკან მოდის პასუხი, ყურში ვიღაც გელაპარაკება. რასაკვირველია, ჩემთვის შოკი იყო, თან წინასწარ ვიცოდი თალესისგან. ვინც ეს არ იცის, შეიძლება შოკირებული აღმოჩნდეს. იქ მათ ლაპარაკი არ სჭირდებათ, ტრანსფორმაცია ხდება სიტყვიერისა გონებრივში. ყოველ შემთხვევაში, საშიშიც არის, თუ ეს ის პიროვნება არ არის, რომელიც ნათელი გონების მსახურია.

თუ ვინმე სადმე დაინახავს ნაცრისფერ ტონს, იმისგან შორს იყავით, რადგან ბნელი ძალების მოციქულია. თუ ექნა მოლურჯო ტონი, ეს ნათელი ენერგიების იუპიტერიალური სტილის უცხოპლანეტელია. უნდა იცოდეთ, რადგან მოვა მალე დრო, როცა ისინი აქ უფრო ხშირად ჩამოვლენ.

უცხოპლანეტელს, რომელსაც მე შევხვდი, ვკითხე, დედამიწასთან სხვა სახის კონტაქტი თუ ჰქონია, როდისმე თუ გიცხოვრიათ აქ-თქო, რაზეც პასუხი იყო ძალიან საინტერესო: კი, ჩვენ აქ თავის დროზე გვიცხოვრია, ამ პერიოდის გრადაცია გავიარეთ. თქვენსავით, ჯერ მოვიგონეთ ველოსიპედი, შემდეგ მანქანა, მერე მატარებელი, კომპიუტერი, თვითმფრინავები, შემდეგ რაკეტები და ნელ-ნელა ამ სამყაროს გავცდითო. როცა გასაგები გახდა, რომ ეს სამყარო არ გვაკმაყოფილებდა, შემდეგ მოხდა ამ სულების გადასახლება სხვა დონეზე და ნელ-ნელა მათმა ფიზიკურმა სხეულმა შეცვლა დაიწყო. მეუბნებოდა, რომ თქვენ ახლა გადიხართ დედამიწის გრადაციას, თქვენც ნელ-ნელა გადახვალთ სხვა სამყაროში, მაგრამ თქვენს ადგილას მოვა ვიღაც სხვაო.“ - გაიხსენა ცაგარელმა.