პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტაროლოგი ნინო ლეჟავა ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე საუბრობს. განმარტავს, რამდენად საშიშია სასაფლაოს მაგია მათთვის, ვინც ამას აკეთებს და რა ენერგიებთან ურთიერთობს ადამიანი ამ დროს.
ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა „საფასურის“ გადახდა უწევს ამ დროს „სასაფლაოს რიტუალების“ ჩატარების შემდეგ.
„აღდგომის დღესასწაულზე ეს ტენდენცია აქტიურდება - ყოველთვის ახალ, ახალ არასასიამოვნო ფაქტებს აწყდებიან ხოლმე მოქალაქეები. ეს არის პერიოდი, როცა ადამიანები მიდიან თავიანთი წინაპრების მოსახსენიებლად, ალაგებენ საფლავებს და პოულობს სხვადასხვანაირად გადაგრეხილ სანთლებს, ფოტოსურათებს, ხან ფოტოსურათს დაჩხვლეტილს სხვადასხვა ბასრი ნივთებით, ე.წ ქინძისთავებით, ნემსებით, გულსაბნევებით.
ამ დროს, ადამიანები ცვივდებიან პანიკაში, არასასიამოვნო სანახავია და იმედი მაქვს, ოდესმე მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ სასაფლაოების ტერიტორიები გაკონტროლდეს, რადგან მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც მისი წინაპრის საფლავს მსგავსი მანიპულაციებისთვის იყენებენ. თუმცა, ერთხელ და სამუდამოდ გავშალოთ თემა, რა არის სასაფლაოს მაგია, რატომ არის განსაკუთრებული ინტერესი ჩვენს ქვეყანაში, გაგიკვირდებათ და სასაფლაოს პრაქტიკები მუსულმანურ და ქრისტიანულ სამყაროშია გავრცელებული. სხვა ტრადიციებში, ნეკრომაგიულ პრაქტიკებს არ იყენებენ. რადგან ქრისტიანული და მუსულმანური, ეს ის სამყაროებია, როდესაც ადამიანს გარდაცვალების შემდეგ აბარებენ მიწას, შესაბამისად, ეს ადგილი, კონკრეტულად სასაფლაოს ტერიტორია, ხდება ხოლმე სხვადასხვა ჯადოქრული და მაგიური მანიპულაციის ადგილი.
როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 21-ე საუკუნეა, რა დროს მაგია და ჯადოქრობაა, მე ასეთ ადამიანებს უნდა ვუთხრა: ზუსტადაც, რომ 21-ე საუკუნეა და ადრე თუ ეს ყველაფერი ინფორმაციულად ძალიან დახურული და გასაიდუმლოებული იყო, ახლა ძალიან ღიად მიეწოდება საზოგადოებას.
ადამიანები ფიქრობენ, რომ სასაფლაოზე გაკეთებულ ჯადოებს არანაირი უარყოფითი და ნეგატიური არ მოჰყვება. ადამიანები, რომლებიც ამ პრაქტიკას მიმართავენ, ორი რამით არიან შეპყრობილი: ეგოიზმით და სიძულვილით.
როცა მიდიხართ საფლავზე და იმედი გაქვთ, რომ ვიღაცა დაგეხმარებათ, ნუთუ, არ გიჩნდებათ თავში შეკითხვა, რა ენერგიებს მიმართავთ ამ დროს და რა ენერგიების ხარჯზე გსურთ, რომ მე შედეგი მიიღოთ. ანუ ასეთი ადამიანები თვლიან, რომ სასაფლაო ეს არის ბაზარი, სადაც ჩვეულებრივად შეგიძლიათ შეხვიდეთ, ათასი სისულელე გააკეთოთ და იქ არავინ პასუხს არ მოგთხოვთ, ხომ?!
წარმოიდგინეთ, თქვენი ნაგვის ურნიდან ამოღებული ნაგავი პარკით, ანუ ენერგეტიკული ნეგატივი, შეიტანეთ ვიღაცის სივრცეში და მისაღები ოთახის შუაში დაუტოვეთ. რა რეაქციას მიიღებთ იმ მასპინძლისგან?! რა თქმა უნდა, უდიდეს განრისხებას. თქვენ რატომ გაქვთ იმის ფანტაზია, რომ ვინმე გაპატიებთ ასეთ უზარმაზარ ენერგიებთან უპრაკუნოდ შესვლას, რამის ჩამარხვას, მიჭრას, დაჩხვლეტას. დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა, რა ენერგიებს აწუხებთ ამ დროს?!
ნეკრომაგია ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, არავითარ შემთხვევაში არ არის ყველაზე ძლიერი და გამორჩეული. ამას ძალიან დიდი ცოდნა სჭირდება, იმიტომ, რომ ნეკროსამყარო ყველა უცოდინრისთვის და ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებლისთვის არ იხსნება. ასეთი ადამიანები ბოლოს ფსიქოლოგიური პრობლემებით ასრულებენ საკუთარ ცხოვრებას.
უდიდესი ცოდნა და განათლებაა საჭირო, რომ სწორად გააკეთო ყველაფერი ისე, რომ პასუხი არა მხოლოდ თქვენ, არამედ შემდეგ თაობებსაც არ მოსთხოვოს. ინტერნეტსივრცეში ვერასდროს ამოიკითხავთ სრულფასოვან რიტუალებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტული ადამიანის დასჯასა თუ ბუმერანგთან დაკავშირებით.
მიდიხართ, აწუხებთ ისეთ ენერგიებს, რომელიც შეიძლება ძალიან მარგინალურები აღმოჩნდნენ თქვენთვის, თუ გაგიმართლებთ, ყველაფერს პატარა წარუმატებლობით დაასრულებთ თქვენს პრაქტიკებს, თუ არ გაგიმართლებთ დაემშვიდობეთ სასიცოცხლო ენერგიას, ფინანსებს, საკუთარ პირად ცხოვრებას.. შემდგომი თაობების კარმაში ძალიან ცუდ კორექციას.
ვისაც ჯადო გაუკეთეს - უპირველეს ყოვლისა, არავითარი პანიკა. იმიტომ, რომ ნებისმიერი მაგიური პროგრამა ნეგატიური, თქვენს მიმართ გამოგზავნილი ათმაგად და ასმაგად უფრო იოლად შეაღწევს შენში, თუ თქვენ შეშინებული ადამიანი ხართ. ასეთი ტიპის ადამიანების დაპროგრამებას, პრინციპში, არანაირი მაგიური ზეგავლენა არ სჭირდება.
შემდეგ, აუცილებლად დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ დაგემართათ ეს მაინცდამაინც თქვენ? სანამ ვინმესკენ გავიშვერდეთ ხელს, ყოველთვის საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა - რატომ დამემართა ეს მე?! რატომ გაბოროტდა ადამიანი ასე..
მესამე, როგორ გავაკეთოთ ამ ყველაფრის ნეიტრალიზაცია: ყველა იქცევა ისე, როგორც ის ამას გრძნობს. როგორც თქვენს სულსა და გულს გაუხარდება: თუ თქვენ თვლით, რომ იგივე კვიპრიანის ლოცვები, კვეთებულის ლოცვები ამ შემთხვევაში თქვენს პრობლემას დაეხმარება და რასაც სასულიერო პირი გირჩევთ, ეს თქვენთვის შვებაა, შესაბამისად, ასეც უნდა მოიქცეთ. უნდა შეასრულოთ ის წესები, რასაც სასულიერო პირი გეტყვით.
ან უნდა მიაკითხოთ იმ ადამიანს, ვისაც ენდობით.“ - განაცხადა ნინო ლეჟავამ.