პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მთვარის მე-11-12 დღე. იუპიტერის ვერძის ნიშანში შესვლამ, შესაძლოა მცირედი პრობლემები შექმნას. საჭირო გახდება წარსულიდან გამოყოლილი "კვანძების" გახსნა, რათა შექმნილმა ვითარებამ საბედისწერო ხასიათი არ მიიღოს. მთვარის ქალწულში შესვლა გაზრდის ავანტიურის სურვილს, ამიტომ, ფრთხილად იყავით. არ არის გამორიცხული წვრილმანი შურისძიებები.
დატვირთული დღეა ჯანდაცვის სფეროსა და მომსახურების სერვისის მუშაკებისთვის.
ვერძი
მოერიდეთ საკამათო თემებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური სტაბილურობა.
კურო
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, მეტი ყურადღება დაუთმეთ ბავშვებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. იყავით ზომიერი, ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან.
ტყუპები
გულმოდგინეთ შეარჩიეთ საქმიანი პარტნიორები, სიფრთხილე გამოიჩინეთ შინაურ ცხოველებთან. შეცვალეთ სტრატეგია ურთიერთობებში.
კირჩხიბი
კონცენტრირება მოახდინეთ საქმიან სფეროზე, წვრილმანი საკითხები დროებით გვერდზე გადადეთ, რადგან საქმე რომელსაც შემოგთავაზებენ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას საჭიროებს.
ლომი
მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ჯანსაღ კვებას, პროდუქტების ხარისხს. მოერიდეთ ზედმეტ ხმაურს და მოიწყვეთ მაქსიმალური კომფორტი.
ქალწული
შესაძლოა, დღეს, სამსახურში უშუალო უფროსთან, შესაძლოა, გარკვეული საკითხების განხილვა მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ მღელვარებისგან და ყველაფერი კარგად წარიმართება. ფრთხილად იყავით მედიკამენტებთან.
სასწორი
ნუ ჩაერევით სხვაბის საქმეებში, შესაძლოა, სწორად ვერ გაიგონ და გულნატკენი დარჩეთ. ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
მორიელი
კარგი იქნება, თუ დღეს შეამცირებთ კონტაქტებს, აკონტროლეთ თქვენი ფეთქებადი ხასიათი.
მშვილდოსანი
ეცადეთ, თქვენს საქმიანობაში გარკვეული სიახლეები შეიტანოთ, დაიწყეთ რამე საინტერესო საქმის, ხელობის შესწავლა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ამ ყველაფერმა წარმატება და აღიარებაც კი მოგიტანოთ.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს თქვენმა საქმიანობამ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს და დროულად შეიტანეთ კორექტივები თქვენს გეგმებში.
მერწყული
გამოიჩინეთ გულუხვობა ოჯახის წევრებთან. შეხვედრები და ახალი ნაცნობობა ბევრ კარგ სიახლეს გპირდებათ კარიერულ ასპარეზზე.
თევზები
დაკავდით შემოქმედებითი საქმიანობით, გახალისდით, გაერთეთ და გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა თქვენი ჯანმრთელობისა და წარმატების საწინდარია.