ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1751574709
ისანში მოკლულ მიხეილ მაძღარაშვილს ახლობლები გლოვობენ.
„მიშკაა, ჩვენო გულიანო ბიჭო, როგორ გაგიმეტეს როგორ...“, - წერენ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ისნის რაიონში მეზობელმა მეზობელმა მოკლა. სასტიკ ანგარიშსწორებას წინ მეზობლებს შორის შელაპარაკება უძღოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცებს შორის ჩხუბი პარკინგის გამო დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა.
მოკლულ მიხეილ მაძღარაშვილია, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
დანაშაული ცხელ კვალზე გახსნილია. ბრალდებულს დაზიანებები თავადაც აქვს მიყენებული და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.