დონალდ ტრამპი - ირანს ნამდვილად სურს საუბარი, ვფიქრობ, სურთ ჩემთან საუბარი, ირანი სცემეს, ვიცი, მათ შეხვედრა სურთ, თუ საჭირო გახდება, ამას გავაკეთებ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანს ნამდვილად სურს აშშ-სთან საუბარი.

ჟურნალისტის კითხვაზე, ირანთან მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს აშშ-სთან საუბარი სურს.

„ვნახოთ, სტივ უიტკოფი შესანიშნავი ადამიანია. ის შესანიშნავი მომლაპარაკებელია. ირანს ნამდვილად სურს საუბარი. ვფიქრობ, რომ მათ სურთ ჩემთან საუბარი. დროა, რომ ეს გააკეთონ. ჩვენ არ ვცდილობთ, მათ ზიანი მივაყენოთ. ჩვენ გვინდა, რომ ისინი კვლავ სახელმწიფოდ იქცნენ. ისინი სცემეს და, იცით, ორივე დაღლილები იყვნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ. მაგრამ ირანი ნამდვილად სცემეს. და მე ვფიქრობ, რომ მათ შეხვედრა სურთ. ვიცი, რომ მათ შეხვედრა სურთ. თუ საჭირო გახდება, მე ამას გავაკეთებ, მაგრამ სტივი ჩართულია და მან ფანტასტიკური სამუშაო გასწია“, – განაცხადა ტრამპმა.