1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"რადგან ჩემთან მუდმივი საუბარი იყო იმაზე, რომ პაციენტი ნებისმიერი გზით გარეთ უნდა გავიდეს, როდესაც 7 თვე მზადდება საექსპერტო დასკვნა და არ მთავრდება პროცესი, ჩემთვის ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი სპეციალურად ჭიანურდება, ელოდებიან, როდის ჩამოვა მისი მასის ინდექსი. ამიტომ, გათავისუფლება ბატონი მიშას თავდადების გამო მოხდება და არა, თქვენი წვალების შედეგად", - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც მოწმის სახით იკითხება.
სხდომაზე ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ნინო ნადირაძეს ჰკითხა, უშვებს თუ არა იმის ალბათობას,რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სუიციდით დასრულდეს? რაზეც ნადირაძემ უპასუხა:
„თქვენ ერთხელ მაინც რომ მოხვიდეთ და თქვათ, ჩემო ბატონო მიშა, ერთი ლუკმით მეტი შეჭამეთ და მკურნალობაზე დაეთანხმეთ, ეს იქნებოდა თქვენი მხრიდან დახმარება“, - მიმართა გელბახიანს ნადირაძემ.