პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე საზოგადოებას აფრთხილებს და უახლოესი ასტროლოგიური დღეების პროგნოზს სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მეგობრებო, 2 აგვისტოს, კუროს ზოდიაქოს ნიშანში ხდება ურანი - მარსი - აღმავალი კვანძის შეერთება, რაც საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვანი მოვლენაა და ჩვენგან ყურადღებას მოითხოვს.
აღმავალ კვანძთან პლანეტების შეერთებას ძველი ცხოვრებისეული სტილის ცვლილებები, გადატვირთვა მოჰყვება ხოლმე, ხშირად გლობალური მასშტაბითაც რათა ცვლილებები ჩვენთვის სასიკეთოდ წარიმართოს მინიმუმ ორი კვირა თავი შეიკავეთ საჰაერო სპორტისა და ექსტრემალურ სიტუაციებში მოხვედრისგან...
ზედმეტი ფიზიკური დატვირთვებისგან, ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროობასთან, აირებთან, ვირტუალურ სივრცეში ფინანსური ოპერაციების შესრულებისას, მოუფრთხილდით ტექნიკას, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, ყურადღება გზებზე გადაადგილებისას, ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს და ნუ შექმნით ავარიულ სიტუაციებს, გამოიჩინეთ წინდახედულება და სიმშვიდე, მით უფრო 31 ივლისი-5 აგვისტოს პერიოდში რადგან მაღალია ტრავმულობის ალბათობა თუმცა, ამავე პერიოდში ბევრ ჩვენგანს მიეცემა ახალ ეტაპზე გადასვლის, რადიკალური ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, ბევრისთვის შესაძლოა ეს იყოს ახალი შემოსავლის წყაროს უეცარი გამოჩენა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან სარფიანი ბიზნეს-გეგმები და ბიზნეს-პარტნიორების დაინტერესება.
მოკლედ...წინდახედულად და მშვიდად გავიაროთ აგვისტოს პერიოდი, მით უფრო როდესაც ეს შეერთება სწორედ ჰარმონიისა და სტაბილურობის ნიშანში, კუროში ხდება და ჩვენგან, სწორედ ამ მიდგომას მოითხოვს სიკეთე გქონდეთ!“, - წერს ქეთი ვაწაძე.