30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-2-3 დღე. დაუფიქრდით ყველა სიტყვას. ზოგადად, სჯობს, ნაკლებად ისაუბროთ და მეტი აკეთოთ. ახლა  არ ღირს მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლა. ახლა სრულიად უშედეგოდ დაკარგავთ დროს, ძალისხმევასა და დააზიანებთ ნერვულ უჯრედებს. დაისვენეთ და მიიღეთ სიამოვნება დასვენების ყოველი წუთით.

ვერძი

გააკონტროლეთ ემოციები, კამათის დრო არაა, გადით ბუნებაში და დაისვენეთ.

კურო

მოერიდეთ კონფლიქტსა და გაუგებრობებს. შესაძლოა, ცათვალოთ, რომ კარგი დროა, კარიერის ასაწყობად, გადადეთ ყველაფერი ორშაბათისთვის. ახლა დასვენების დროა.

ტყუპები

არ იკამათოთ და არავის არაფერი დაუმტკიცოთ. სწორი გადაწყვეტილებაა ბუნებაში დასვენება. 

კირჩხიბი

დღეს მოთმინება და თავდაჭერა კარგ სამსახურს გაგიწევთ. დაისვენეთ, მოიწვიეთ სტუმრები და გაერთეთ.

ლომი

იყავით გაბედული და თამამად განაცხადეთ თქვენი სურვილები და გრძნობები. სასიკეთოდ შეგიძლიათ შემოაბრუნოთ თქვენი პირადი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული საკითხები.

ქალწული

თამამად მიმართეთ დახმარებისთვის ახლობლებსა და მეგობრებს, მათი მხარდაჭერით თავიდან აიცილებთ ზედმეტ მღელვარებას. დაისვენეთ.

სასწორი

ენდეთ ინტუიციას, სასიკეთოა ახლობლებთან ერთად კომფორტულ გარემოში დაგეგმოთ უახლეს დღეებში მოსაგვარებელი საკითხები.

მორიელი

მნიშვნელოვანი პრობლემების წარმატებით მოგვარება საშუალებას მოგცემთ, იამაყოთ საკუთარი თავით. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ უქმეებზე დასვენება აუცილებელია, განსაკუთრებით ახლა.

მშვილდოსანი

დღეს, შესაძლოა, სასიკეთო საქმიანი შემოთავაზება მიიღოთ. მოჭარბებული ენერგია სჯობს, სპორტდარბაზში ვარჯიშს მოახმაროთ.

თხის რქა

ახლობელთა დახმარებითა და ოპტიმისტური განწყობით შეძლებთ, დაიწყოთ ახალი პერსპექტიული პროექტების რეალიზება. დატოვეთ წარსულში ყველა უსიამოვნება და დანაკარგი. 

მერწყული

გახსოვდეთ, ახლა ცხოვრება უფრო მშვიდი და სასიამოვნოა. შეეცადეთ, მთელი ძალისხმევა გარემოსთან, ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობებს მოახმაროთ.

თევზები

მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დანახარჯები. მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. აუცილებელია აქტიური დასვენება.