qali saflavze

,,ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს..." - ახალგაზრდა ქალს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი, რომელიც ქველმოქმედებითაა დაკავებული, სოციალურ ქსელში უსახლკარო ქალის შესახებ წერს, რომელიც ღამეებს სასაფლაოზე ათევს. 

აკა სინჯიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,ყურადღებით წაიკითხეთ,

ამაზე მეტი, ადამიანს არაფერი ემართება ალბათ და ჩვენც, კიდევ ერთი, ჩვენი თვალით ვნახეთ.
ეს ქალი ახლა, საღამოს ვნახეთ სასაფლაოზე. ღამით, გადახურულ საფლავზე სძინავს, წვიმამ რომ არ დაასველოს. წყალს კი როგორ ათბობს მზეზე, კი ხედავთ ფოტოზე. საერთოდ არავინ არ ჰყავს და არც არაფერი აბადია. ზამთარში ქირა ვეღარ გადაიხადა და გაზაფხული და ზაფხული აქ გაატარა, სასაფლაოზე...
ყოველ ღამით აქ ძილი თუ წარმოგიდგენიათ?! ღამით გაცილებით შემზარავია ამ კადრის დანახვა.

სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. დილიდანვე მოვუძებნით სახლს. გავუკეთებთ, რასაც შევძლებთ, ყველაფერს და ვეცდებით აუცილებლად, რომ ნორმალური ადამიანივით გააგრძელოს ცხოვრება.
ახალგაზრდა ქალია, მუშაობა შეუძლია და ყველაფერი გამოვა.

ახლაც, საფლავებს ალაგებს და ამით არსებობს.

გაგვივრცელეთ ეს ამბავი და როგორც შეძლებთ, მოგვეხმარეთ. ჩვენ, დილიდანვე დავიწყებთ ყველაფრის გამოსწორებას.  
ამბის გასაგებად დამირეკეთ ტელეფონზე, ნომერი ინფოში მიწერია.
 
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ -
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
PayPal - Sinjikashvili@gmail.com
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით - Akaki Sinjikashvili
 აბა ჩვენ ვიცით.

#სიკეთეგადამდებია", - წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

მთავარი სიახლეები