რამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი დილით და როდის უნდა მიმართოთ ექიმს
1734870948
მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ცვლილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში შევიდა, რომელიც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
„ცვლილების მიხედვით, რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა - თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე, ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება. ასევე, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება კი 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები და ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება ნაცვლად 16 ლარისა 35 ლარი იქნება. გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.
დღეის მდგომარეობით მინდობით აღზრდაში 1 812 ბენეფიციარი იმყოფება, მათ შორის 430 შეზღუდული შესაძლებლობის პირია.